ჰიბრიდის ქირაობა თბილისში - საუკეთესო ფასები
დაგვიკავშირდით და მიიღეთ ავტომობილი დღესვე!
📞 დაგვიკავშირდითთუ ეძებთ საიმედო კომპანიას, რომელიც გთავაზობთ იჯარით ავტომობილს სატაქსაოდ, სწორ ადგილას მოხვდით. „ჰიბრიდ რენთი“ თბილისში მოქმედი მძღოლებისთვის ქმნის საუკეთესო, გამჭვირვალე და ფინანსურად მომგებიან პირობებს. არ დაკარგოთ დრო ძველ, მწყობრიდან გამოსულ მანქანებზე – დაიწყეთ მუშაობა თანამედროვე, კომფორტული და ეკონომიური ჰიბრიდით.
რატომ ჩვენ?

ყველა ავტომობილს გავლილი აქვს სავალდებულო ლიცენზირება და სრულად მზადაა ადგილობრივ ტაქსის პლატფორმებზე სამუშაოდ.

ავარიის ან დაზიანები შემთხვევაში 24/7-ზე თქვენს გვერდით ვართ. ცვეთადი ნაწილების გამოცვლას მთლიანად ჩვენ ვფარავთ.

მხოლოდ 300-ლარიანი დეპოზიტი და მოქნილი, ყოველდღიური გადახდის გრაფიკი.
"ჰიბრიდ რენთი"-ს უპირატესობები
მანქანის უბრალოდ ქირაობა ერთია, ხოლო საიმედო კომპანიასთან თანამშრომლობა – სრულიად სხვა კომფორტი. როდესაც მძღოლი ირჩევს ჰიბრიდის ქირაობას ისეთ სანდო ადგილას, როგორიცაა “ჰიბრიდ რენთ”, ის თავისუფლდება ათასგვარი ყოველდღიური თავსატეხისგან:
მზა ლიცენზია და აპლიკაციები: ყველა ავტომობილს გავლილი აქვს სავალდებულო ლიცენზირება და ტექინსპექტირება. მანქანა პირველივე წუთიდან მზადაა Bolt-ზე, Yandex-სა თუ სხვა პლატფორმებზე სამუშაოდ.
საწვავის ეკონომია: ჩვენი Toyota Prius-ები ქალაქში მოიხმარენ მხოლოდ 4.0–5.5 ლიტრს 100 კმ-ზე, რაც თვეში 600-800 ლარამდე სუფთა მოგებას გიტოვებთ.
ნულოვანი ტექნიკური ხარჯი: ზეთის, საბურავებისა და სამუხრუჭე ხუნდების (კალოდკების) შეცვლას მთლიანად მესაკუთრე ფარავს. თქვენ არ გაქვთ არანაირი ფარული და დამატებითი ხარჯი.
24/7 მხარდაჭერა გზაზე: ავარიის ან ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ევაკუატორსა და ჩანაცვლებით ავტომობილს, რათა თქვენი სამუშაო დღე არ გაჩერდეს.
თანამშრომლობის მარტივი და გამჭვირვალე პირობები
დღიური ტარიფი: 45 ₾ – 55 ₾ (ყოველდღიური მოქნილი გადახდით).
საგარანტიო დეპოზიტი: მხოლოდ 300 ₾.
მოძრაობის ლიმიტი: 300 კმ / 24 საათში.
მოთხოვნები მძღოლისადმი: ასაკი 35 წლიდან, მინიმუმ 5-წლიანი მართვის გამოცდილება.
დაიწყეთ შემოსავლის მიღება პირველივე დღიდან!
📍 მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116 (ტოიოტას ცენტრის უკან).
📞 დაგვიკავშირდით დღესვე და აირჩიეთ საუკეთესო ჰიბრიდი თქვენი ბიზნესისთვის!
