მანქანის ქირაობა "სატაქსაოდ" - საუკეთესო ფასები
იქირავეთ ეკონომიური და სრულად გამართული ჰიბრიდული ავტომობილი საუკეთესო ფასად. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და მიიღეთ თქვენზე მორგებული მანქანა დღესვე.

"ჰიბრიდ რენთ"-ის სამუშაო პრიციპი
“ჰიბრიდ რენთ”-ი უკვე 10 წელზე მეტია, რაც მძღოლებს ემსახურება. ჩვენი წარმატების დასტური არის ის ასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებთანაც უკვე ვითანამშრომლეთ და ამჟამადაც ვთანამშრომლობთ.
ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება კეთილსინდისიერებას და გამჭვირვალობას. ჩვენთვის მძღოლი არის პრიორიტეტი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ მუშაობის პროცესი და თავიდან ავარიდოთ ზედმეტი “თავის ტკივილი”.
ყველა მანქანა არის სრულად ლიცენზირებული და გამართული. ჩვენთან დაკავშირების შემდგომ იმავე დღესვე შეგიძლიათ მანქანის ჩაბარება და მუშაობის დაწყება.
რატომ ჩვენ?
ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებსა და ფასებს. ჩვენთან ჰიბრიდული მანქანის ქირაობა “სატაქსაოდ” 45-დან 55 ლარის ფარგლებში ფასობს. მანქანები არის სრულიად დაზღვეული და გამართული. გაქვთ მუდმივი წვდომა ჩვენს გუნდთან, რაც საშუალებას გვაძლევს წარმოქმნილი ხარვეზები მარტივად მოგვარდეს.

სრული დაზღვევა
ჩვენს "ფლოტში" არსებული ყველა ავტომობილი არის სრულად დაზღვეული. დაზიანების ან ავარიის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სხვა თავისუფალ ავტომობილს და ჩვენი გუნდი ჩაიბარებს მანქანის რეაბილიტაციის პროცესს.

საუკეთესო ფასები
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთ რთულ და დამღლელ პროფესიას, როგორიცაა ტაქსი თან ადეკვატური ანაზღაურებაც უნდა ერთოდეს. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ, რომ მანქანები დღეში 45-55ლ შუალედში განგვეფასებინა.

გამართული "ტაქსები"
მუდამ ხდება ავტომობილების გადამოწმება და ხარვეზების გამოსწორება. ჩვენი გუნდი პერიოდულად ცვლის ზეთს, ამოწმებს სავალ ნაწილებს, განათებებს და ა.შ. თქვენ, როგორც დამქირავებელს არასდროს არ გიწევთ ამ მხრივ ჩარევა.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ ავტომობილი დღესვე
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თქვენთან სასაუბროდ. უბრალოდ დარეკეთ ნომერზე – 555 10 14 10
- დროული პასუხი
- ნული ბიუროკრატია
- მეგობრული გარემო
- მარტივი მოლაპარაკება
