თბილისში M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილით (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის გარდა) “ტაქსაობისთვის” სანებართვო მოწმობის ქონა სავალდებულოა. ულიცენზიო საქმიანობა იწვევს ჯარიმებს, რის გამოც წესების ზუსტი ცოდნა თითოეული მძღოლისთვის აუცილებელია.
A და B კატეგორიის ნებართვები: ძირითადი განსხვავებები
თბილისის მუნიციპალიტეტი ტაქსის ნებართვას ორ ძირითად კატეგორიად ყოფს:
A კატეგორია (თეთრი ტაქსი):
მოთხოვნები: ავტომობილის ფერი უნდა იყოს აუცილებლად თეთრი, მექანიზმი – მარცხენასაჭიანი, 5-კარიანი.
უპირატესობები: ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება, უფასო საპარკინგე ადგილებით სარგებლობა, ავტობუსის ზოლში (Bus Lane) მგზავრის აყვანა-გადმოსმის უფლება და ნებართვის შეუზღუდავი ვადა.
მანათობელი ნიშანი: სავალდებულოა ოფიციალური 45-ლარიანი TAXI მანათობელი (გაიცემა მერიის სერვის ცენტრებში). იგი თავსდება სახურავის შუა ადგილზე: თავისუფალზე ირთვება მწვანე, ხოლო დაკავებულზე/გამოძახებულზე – წითელი ფერი.
B კატეგორია (აპლიკაციის ტაქსი):
მოთხოვნები: მარცხენასაჭიანი, 5-კარიანი ავტომობილი (ფერი შეზღუდული არ არის).
შეზღუდვები: განკუთვნილია მხოლოდ ონლაინ-აპლიკაციებით (Bolt, Yandex და ა.შ.) სამუშაოდ. ეკრძალება ქუჩიდან მგზავრის აყვანა და მანათობელი ნიშნის დაყენება.
სავალდებულო წესები და ტექ. ინსპექტირება

ტექნიკური ინსპექტირება (პტი): A და B კატეგორიის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილის ტექ. ინსპექტირება გაიაროს 6 თვეში ერთხელ (გამონაკლისია გამოშვებიდან 1 წლამდე ასაკის ახალი ავტომობილები).
მძღოლის მოწმობა სალონში: მძღოლის საიდენტიფიკაციო მოწმობა ავტომობილში უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილზე, რათა მგზავრმა მარტივად შეძლოს მისი წაკითხვა.
როგორ მივიღოთ ნებართვა? (ნაბიჯ-ნაბიჯ)
რეგისტრაცია: განაცხადი შეიტანება ელექტრონულად, თბილისის მერიის პორტალზე: taxi.tbilisi.gov.ge.
საჭირო საბუთები: მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექ-პასპორტი (მოქმედი პტი-თ) და მესაკუთრის თანხმობა (თუ ავტომობილი თქვენს სახელზე არ არის).
როგორ აარიდოთ თავი ბიუროკრატიასა და ვალდებულებებს?
6 თვეში ერთხელ ტექდათვალიერებაზე სირბილი, მანათობლების ყიდვა და ლიცენზიის პროცედურები დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ “ჰიბრიდ რენთ”-ი გთავაზობთ მანქანის ქირაობას “სატაქსაოდ”.
ჩვენი მზა გადაწყვეტილება:
მზა ლიცენზია: ჩვენი ყველა Toyota Prius-ი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უკვე ლიცენზირებულია.
მოვლა-პატრონობა კომპანიაზეა: ტექნიკურ ინსპექტირებას, ზეთის, საბურავებისა და ხუნდების შეცვლას სრულად უზრუნველყოფს მესაკუთრე.
დაბალი ხარჯი: 4.0–5.5L საწვავის მოხმარება დღეში ასობით ლარს გიზოგავთ.
👉 დაიწყეთ მუშაობა დღესვე! იხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პირობები ან დაგვირეკეთ ნომერზე – 555 10 14 10!

