ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
"ჰიბრიდ რენთ"-ზე
„ჰიბრიდ რენთი“ შეიქმნა იმისათვის, რომ პროფესიონალ ტაქსის მძღოლებს შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული, სტაბილური და მომგებიანი სამუშაო პირობები. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია გზაზე გამართული ავტომობილი და დაბალი ყოველდღიური ხარჯი — სწორედ ამიტომ, ჩვენი ფლოტი სრულად აღჭურვილია გამოცდილი და ეკონომიური Toyota Prius-ის მოდელებით.
ჩვენი მთავარი მიზანია, მძღოლმა კონცენტრირება მოახდინოს შემოსავლის მიღებაზე, ხოლო მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა მთლიანად ჩვენ ავიღოთ საკუთარ თავზე.
ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, რის გამოც მძღოლების შერჩევისას გვაქვს მკაფიო სტანდარტები: ასაკი – 35 წლიდან; მართვის გამოცდილება – მინიმუმ 5 წელი

მაინც არ ხარ დარწმუნებული?
რატომ ჩვენ?
სრული ტექნიკური უზრუნველყოფა: ზეთის შეცვლა, საბურავები, სამუხრუჭე ხუნდები თუ ნებისმიერი რუტინული სერვისი — ყველა ტექნიკურ ხარჯს სრულად ფარავს მესაკუთრე.
ეკონომიური საწვავის მოხმარება: ჩვენი Toyota Prius-ები ქალაქის პირობებში მოიხმარენ 4.0-დან 5.5 ლიტრამდე ბენზინს 100 კმ-ზე, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ყოველდღიური შემოსავლის დიდ ნაწილი.
მზა ლიცენზია: ყველა ავტომობილი უკვე ლიცენზირებულია და სრულად მზადაა ადგილობრივ ტაქსის პლატფორმებსა და აპლიკაციებზე სამუშაოდ.
24/7 მხარდაჭერა გზაზე: გაუმართაობის ან ავარიის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ 24-საათიან ევაკუატორის სერვისსა და ჩანაცვლებით ავტომობილს, რათა მუშაობა არ შეაჩეროთ.
